გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ლევან ხაბეიშვილი - უნდა ესმოდეს "რუსულ პარტიას", რომ ვერანაირი ხელოვნური ჩარევა და გაყალბება ამ არჩევნებზე ვერ უშველის

ნახვები: 559 ლევან ხაბეიშვილი - უნდა ესმოდეს "რუსულ პარტიას", რომ ვერანაირი ხელოვნური ჩარევა და გაყალბება ამ არჩევნებზე ვერ უშველის

დღეს,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის შვედეთის დელეგაციას შეხვედრა გამართა. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა არჩევნებია.  მთავარი ოპოზიციური პარტია პარტნიორებს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნის თხოვნით მიმართავს და არჩევნების გაყალბების რისკებზე მიუთითებს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს დაცული. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტნიორებთან საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის პოლიტმატიმრობა უნდა დასრულდეს, რადგან წარმოუდგენელია მთავარი პროდასავლელი ლიდერი იყოს ციხეში სანქცირებული მოსამართლეების და „ეფესბეს“ აგენტების მიერ და ამისთვის „ოცნებაზე“ დასავლეთის წნეხიც უნდა გაძლიერდეს.

“შვედების დელეგაციას ვხვდებით და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, აბსოლუტურად ყველას მივწერეთ კონკრეტული წერილები იმის შესახებ, რომ გვჭირდება დახმარება არჩევნების დაკვირვების მიმართულებით, მათ შორის გრძელვადიანი და ეს არ უნდა იყოს მოკლედ ვადიანი, რადგან არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალბდება, რუსულ პარტიას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა იყოს დაცული და ეს უნდა ესმოდეს რუსულ პარტიასაც, რომ ვერანაირი ხელოვნური გაყალბება მათ ამ არჩევნებზე ვერ უშველის, ამიტომ ჩვენ ყველა მიმართულებით ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საქართველოში იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და „რუსულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად შეეშალოს ხელი გაყალბებაში. კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს 300-მდე საარჩევნო უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ დაახლოებით 95 ათას ხმას მეტობაში აკეთებს, ამიტომ ცხადია ვაწვდით ამ კონკრეტულ ინფორმაციას მათ და ასევე, ცხადია ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე. იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც ამბობს, რომ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, წარმოუდგენელია მთავარი პროდასავლელი ლიდერი „ეფესბეს“ აგენტურის მიერ და სანქცირებული მოსამართლეების მიერ იყოს ციხეში. შესაბამისად, მას საარჩევნო კამპანიაში შესაძლებლობა უნდა მიეცეს კამპანიაში ჩართულობის, მის ხალხთან შეხვედრის, კონკრეტული შეთავაზებების, პროგრამების განხორციელების და შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არ იყოს ისე, რომ რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი პირობა ჰქონდეს შექმნილი იმისთვის, რომ მონაწილეობას იღებდეს, არაფორმალურად მართავდეს, ძარცვავდეს ამ ქვეყანას და მის მოწინააღმდეგეს არ ჰქონდეს უფლება , რომ მის ხალხს საარჩევნოდ სთხოვოს ხმა და სთხოვოს ევროპული მომავლისთვის გამარჯვება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა