გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

ნახვები: 560 ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

„ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

„ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს მსოფლიო გაერთიანების პოტენციალი. გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და უკრაინის გვჯეროდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა