ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ახალ შტამს, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს - ამით განსხვავდება წინამორბედებისგან

ნახვები: 522 თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ახალ შტამს, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს - ამით განსხვავდება წინამორბედებისგან

კორონავირუსის ახალ შტამს, კერძოდ, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1-ზე საუბრისას აღნიშნა, წინამორბედებისგან განსხვავებით მას დაავადების მეტად მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვევარიანტი. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, მისი არაერთი ვარიანტი გავრცელდა. თითოეული ეს ქვევარიანტი იწვევდა კითხვებს, ყველას აინტერესებდა მათი გავრცელება და სიმძიმე. JN.1 ვარიანტი რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელი არ არის. ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ „ომიკრონის“ ყოველი ახალი ქვევარიანტი გამოირჩევა წინამორბედთან შედარებით უფრო მეტი გადამდებლობით და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელებით. საბედნიეროდ, ომიკრონის“ შტამის არცერთ ვარიანტს, მათ შორის JN.1-ს არ ახასიათებს დაავადების მეტი სიმძიმე. სიმპტომები მსგავსია. ეს არის თანდათანობითი დაწყება, კატარული მოვლენები: ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. კორონავირუსი, სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, აზიანებს არამხოლოდ სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოთა სისტემებს, სისხლის შემდედებელ სისტემასაც კი. გახსოვთ, რომ ხშირი იყო თრომბოემბოლიური გართულებები, გულის გაჩერების შემთხვევებიც იყო, პნევმონია უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების დროს. შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყნოსვის და გემოს გაქრობა. JN.1-ს არ ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან.

დიახ, COVID-19 სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ მისი სიხშირე ნაკლებია. ასევე არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მხოლოდ ა.წ. 4-11 იანვრის კვირაში აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების 636 შემთხვევა, გერმანიაში - 536 შემთხვევა, დიდ ბრიტანეთში - 212 შემთხვევა და ა.შ. ჩვენთან აღნიშნულ კვირაში არავინ გარდაცვლილა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის განცხადებით, მთელს მსოფლიოში მომატებულია, როგორც რესპირაციული ინფექციების, ისე COVID-19-ის შემთხვევები. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევების მატება შედარებით ნაკლებია. ჯანმო ამბობს, რომ არსებული ვითარება პანდემიისგან შორს არის, მაგრამ საყურადღებოა“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა