ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა

16.01.2024 ნახვები: 544

რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, რუსები ახლა უტევენ ფრონტის ხაზის მრავალ ნაწილში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი“.

„რა თქმა უნდა, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას გვქონდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს, როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან, აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას, როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან. მათ ასევე აჩვენეს მაღალი შემგუებლობა მსხვერპლის მიმართ. ასე რომ, რუსეთი ძლიერად უტევს და ეს არის სერიოზული, ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. თუმცა, ამასთან ერთად, მე მჯერა, რომ არის ასევე ოპტიმიზმის მიზეზიც.

პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ეს ომი დაიწყო ფართომასშტაბური ინტერვენციით 2022 წელს, ექსპერტების უმეტესობას მიაჩნდა, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში დაიკავებდა და უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა. ეს არ მომხდარა. მოხდა საპირისპირო. უკრაინამ კონტრიერიში აწარმოა, გაათავისუფლა ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ტერიტორიები და სამხრეთით – ხერსონი. მათ მიაღწიეს დიდ სამხედრო გამარჯვებებს შავ ზღვაში, გახსნეს დერეფანი და ახლა მათ შეუძლიათ მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით და თქვენ ხედავთ, როგორ დარტყმებს აყენებენ ისინი რუსეთის საჰაერო ძალებსა და ფლოტს. ეს არის დიდი სამხედრო გამარჯვებები უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გადარჩა როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც მათთვის დიდი გამარჯვებაა.

„რუსეთი კი მარცხდება, რადგან ვერ შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც ომით სურდა – უკრაინის კონტროლის. უკრაინელი ხალხი არასდროს ენდობოდა რუსეთს იმაზე ნაკლებად, ვიდრე დღეს, მათ სურთ, იყვნენ დასავლეთის, ევროკავშირის და ნატო-ს ნაწილი, ისინი ისე ახლოს არიან ჩვენთან, როგორც არასდროს და ეს არის დიდი მარცხი რუსეთისთვის. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მათ მხარი და მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას, რადგან უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში. შესაბამისად, მოკავშირეებმა აღმოუჩინეს მას უპრეცედენტო მხარდაჭერა, ახლა ვაძლიერებთ ჩვენს წარმოებას. ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რაღაც ეტაპზე რუსეთი გააცნობიერებს, რომ ზედმეტად დიდ საფასურს იხდის, დაჯდება და დათანხმდება რამე სახის სამართლიან მშვიდობას, თუმცა ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა