ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ნახვები: 556 მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.

კერძოდ, საქმე ეხება კახა კალაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„დღეს კახა კალაძის მიერ გავრცელებული იყო მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, თითოქსდა ის ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, შესაბამისად, სარჩელი მომზადდება მომავალ კვირაში. მოვითხოვთ ყალბი ცნობების უარყოფას“, - აღნიშნა კორძაძემ.

კითხავზე, მოითოხვენ თუ არა ფულად კომპენსაციაც, ადვოკატი განმარტავს, რომ ფულად კომპენსაციას არ მოითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა