4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის

ნახვები: 540 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის

რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ საჭიროა აქტიური რეაგირება სანქციებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე – მათი სრული ეფექტით გამოყენებაზე. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე. ყველა რუსული რაკეტა შეიცავს ათობით მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც დამზადებულია საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი თავისუფალი მსოფლიოს კომპანიების მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება მიიღო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ლიტვინენკოსგან, რომელმაც კონკრეტული ფაქტები წარადგინა.

„აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების ბლოკირება ფაქტობრივად ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის და ყველასი მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა