ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დმიტრო კულება - რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ

19.01.2024 ნახვები: 541

რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„სკოლები, საავადმყოფოები, გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი შეიძლება, აღდგეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. შეგვიძლია, ფიზიკურად ავაშენოთ ახალი უკრაინა, ვიყიდოთ ბევრი იარაღი, დავამზადოთ და ავაშენოთ იარაღის ქარხნები უკრაინაში. ეს არის რეალური რესურსი. დავოსში ვიგრძენი, რომ გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალია. ახლა ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა რუსეთის გაყინულ აქტივებზე. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, საუბარია დაახლოებით 330 მილიარდ დოლარზე.

„ეს არის გიჟური, უზარმაზარი თანხა, რომელსაც უკრაინა იმსახურებს და უკრაინამ უკვე დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს თანხა გამოვიყენოთ ჩვენი ჯარისთვის და ჩვენი რეკონსტრუქციისთვის“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დავოსში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა, რაც უდავოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც გაყინული აქტივების შესახებ მიიღებენ.

„ჩვენ დღეს ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია და საჭიროა, რაც შეიძლება მალე მოხდეს. უკრაინამ მაქსიმალური თანხა უნდა აიღოს რუსეთიდან. მან უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის საფასური“, – განაცხადა კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებების 80 პროცენტის დასაფარად.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა