4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

რობ ბაუერი - დასავლეთში მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის

ნახვები: 540 რობ ბაუერი - დასავლეთში მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის

დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა განაცხადა.

ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ალიანსი ემზადება რუსეთთან კონფლიქტისთვის. ადმირალმა ბაუერმა თქვა, რომ შვედეთი სწორად მოიქცა, როდესაც მოუწოდა მოსახლეობას, მოემზადონ ომისთვის.

„უნდა დავიწყოთ გაცნობიერება, რომ ყველაფერი არ არის გეგმის მიხედვით, ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ სიტუაცია გართულდება ხვალ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან მდგომარეობაში და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეგმები, ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა