ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ნახვები: 531 ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი არჩევნების დანიშვნაზეც.

"მთავრობამ 7 ოქტომბერს მიგვატოვა და ამას აგრძელებს ყოველ დღე - მიატოვა ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებიდან ევაკუირებული მოსახლეობა, მსხვერპლების ოჯახები, ნათესავები და მძევლები. ძალა ჩვენს ხელშია, რათა შევცვალოთ და აღვადგინოთ. მთავრობა სახლში უნდა წავიდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნოამ ალონმა, რომლის ძმაც სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები თელ-ავივში აქამდეც არაერთხელ გამართულა - პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა მძევლების გათავისუფლებას უკავშირდება. პარალელურად, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ჰამასის ტყვეობიდან ყველა მოქალაქეს არ დაიხსნიან, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები ბოლო შეთანხმების ჩაშლის შემდეგ აღარ აღდგენილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა