ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ვიქტორ ოსიმენი - უკვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცევი სეზონის ბოლოს

ნახვები: 558 ვიქტორ ოსიმენი - უკვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცევი სეზონის ბოლოს

„ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა საკუთარ კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა აღნიშნა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, როგორ ნაბიჯს გადაგამს, როცა სეზონი დასრულდება.

„ჩემს შესახებ გავრცელებული ხმების 60 პროცენტი პრემიერლიგასთან მაკავშირებს. ინგლისის ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ახლა მე „ნაპოლიში“ ვარ, ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და სიამოვნებით ვატარებ დროს ჩემს გუნდთან ერთად, – ციტირებს ვიქტორ ოსიმენის სიტყვებს CBS Sports-ი.

უკვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცევი სეზონის ბოლოს. ვიცი, საკუთარი კარიერისთვის რა მინდა გავაკეთო. როცა  გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ, ყველაფერი კარგად ლაგდება. მაქვს გეგმა, უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო და როგორი ნაბიჯი გადავდგა. ახლა კი უბრალოდ მინდა, რომ სეზონი კარგად ჩავამთავრო, შვილთან ერთად სადმე დასასვენებლად წავიდე, შემდეგ კი განვახორციელო გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია“.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა