კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სააკაშვილის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი - ჯაფარიძე

ნახვები: 549 სააკაშვილის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი - ჯაფარიძე

სად იქნება სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის - როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე „რეაქციაში“ ამბობს, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამის გაკეთება ორ ადამიანს შეუძლია - ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს.

სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებას მხარდამჭერების „ქუჩაში გამოყვანა“ შეუძლია, თუმცა მთავარია, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. 

"შანსი ყოველთვის არსებობს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური. დღეს მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - ბიძინა ივანიშვილია და სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პოლიტიკური პატიმრობა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ან იყოს მათი მხრიდან პოლიტიკური ნება, ან მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გაათავისუფლებს ქართული საზოგადოება. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ასეულობით ათასი ამომრჩეველი, ისინი არ შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი, რომლის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდად გადაბარება... მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს ხალხი, რომელმაც ამ ქვეყანას ერთხელ უკვე მოუტანა თავისუფლება, ხალხი, რომელმაც მოიტანა ვარდების რევოლუცია, ხალხი, რომელმაც ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, ხალხი, რომლის გამოც ჩამოვიდა საქართველოში და დატოვა კრაინაში დიდი კომფორტი, პატივისცემა,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის რადასა და უკრაინის ომბუდსმენის მიმართ, რომ დაიწყოს გამოძიება უკრაინაში სააკაშვილის საქმეზე, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ უკრაინული მხარეც უნდა იყოს ჩართული მესამე პრეზიდენტის საქმეში.

"მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ შეიძლება არ იყოს ჩართული უკრაინული მხარე. ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად ფაქტობრივად დღის წესრიგს უდგენს წარსულ პარტიას და თავის ტკივილია წარსული პარტიისთვის - წარსული პარტია არის ქართული ოცნება, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის ხმის, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უსმენს მის ხმას მთელი მსოფლიო, კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის გავლენა შინ თუ გარეთ.

დაუშვებენ თუ არა ისინი ამ ყველაფერს - ვერ ვხვდები, რა შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, მაგრამ ერთია მხოლოდ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია პროგნოზირება წარსული პარტიის ქმედებების, რას და როგორ იზამენ ისინი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არცერთი პოლიტიკოსი არ არისა ამ პარტიაში, აქ არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები, რომლებიც რას, როგორ და როდის იზამენ, პროგნოზს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა