გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ჯო ბაიდენი - ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, ყველაფერი სასწორზეა

ნახვები: 559 ჯო ბაიდენი - ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, ყველაფერი სასწორზეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.

როგორც ბაიდენმა გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, ცხადია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.

„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება და ჩემი გზავნილი ქვეყნისადმი არის ის, რომ ამაზე მაღალი ფსონები წარმოუდგენელი: ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის უფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა დააფიქსირა COVID-ის შემდეგ, ყველაფერი სასწორზეა“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ნიუ ჰემფშირში თავის მხარდამჭერებს, რომლებმაც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების ისტორიული დემონსტრირება აჩვენეს.

ცნობისთვის, ნიუ ჰემფშირში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა