თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ს შუამავლობით მომზადებულია ორეტაპიანი გეგმა, რომელიც ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებებში ორთვიან პაუზას ითვალისწინებს

ნახვები: 564 „ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ს შუამავლობით მომზადებულია ორეტაპიანი გეგმა, რომელიც ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებებში ორთვიან პაუზას ითვალისწინებს

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ს შუამავლობით მომზადებულია ორეტაპიანი გეგმა, რომელიც ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებებში ორთვიან პაუზას მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, პირველ ფაზაში საბრძოლო მოქმედებები 30 დღით უნდა შეწყდეს, რა დროსაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს ქალებს, ხანდაზმულებსა და დაჭრილ მძევლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მხარეები იმუშავებენ მეორე ფაზის დეტალებზე, რომელიც კიდევ 30 დღით სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ითვალისწინებს. ისრაელის საპატიმროებიდან გასათავისუფლებულ პალესტინელთა რიცხვი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზისთვის.

„ჰამასი“ ცეცხლის სრულ შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა როგორც „თაიმსი“ წერს, „მაღალჩინოსნებს რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართული არიან, მიაჩნიათ, რომ თუ ისრაელი ორი თვით შეწყვეტს ომს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ის ისეთივე ფორმით განახლდეს, როგორც აქამდე იყო“, რაც ცეცხლის მუდმივის შეწყვეტისთვის გარკვეული შესაძლებლობა იქნება.

გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონის მიერ შემუშავებული გეგმა დღეს პარიზში დაგეგმილ სამიტზე უნდა განიხილონ, რომელსაც ისრაელის, კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებენ „ასოშიეთიდ პრესშიც“. სააგენტო იუწყება, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ბილ ბარნსი ამ შეთანხმების განხილვას სწორედ პარიზის დღევანდელ სამიტზე გეგმავს, სადაც ის ისრაელის „მოსადის“ დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისა და ეგვიპტის დაზვერვის უფროსს აბას ქამელს შეხვდება.

„ასოშიეთიდ პრესი“ აღნიშნავს, რომ ბარნსი ამ მაღალი დონის შეხვედრაზე თეთრი სახლის უფროსი მრჩევლის ბრეტ მაკგურკის ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ მიემგზავრება. იმ შემთხვევაში თუ პარიზის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაკგურკს შეთანმხების დასასრულებლად კვლავ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა