თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ნახვები: 564 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა.

„2024 წლის იანვრის ბოლოს, ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, აფხაზეთში ჩასვლას ვგეგმავდი. სამწუხაროდ, იქაურმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია“, - აღნიშნულია ტოივო კლაარის განცხადებაში, რომელსაც Jam News-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მეორე უარია.

„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი.

მოგეხსენებათ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში. ევროკავშირი მთავარ როლს თამაშობს დიალოგისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის თბილისსა და სოხუმს შორის“, - წერს ტოივო კლაარი.

მისი თქმით, ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებების და უთანხმოების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველთვის ახერხებდა აფხაზეთთან კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას.

„აფხაზეთის შედარებით ღიაობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი არ უნდა გახდეს“, - წერს ტოივო კლაარი.

მისი თქმით, აფხაზეთთან კომუნიკაციების არხების დახურვა არავის ინტერესებში არ არის.

„მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება. მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში.

ბევრი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა - და ამით აფხაზეთის დახმარების შეზღუდვა - ამ პრობლემებს მხოლოდ ამწვავებს“, - წერს ტოივო კლაარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა