ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაატა მანჯგალაძე - მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ

ნახვები: 529 პაატა მანჯგალაძე - მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ

ბიძინა ივანიშვილი ერთობა - ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე, ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთ გვის, მაგრამ კობახიძე ძველი ცოცხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ამ პოსტს კი კობახიძის ნაცვლად, ღარიბაშვილი დაიკავებს.

მანჯგალაძის თქმით, ხალხისთვის არაფერი იცვლება და შედეგები ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს.

„ქართულ ოცნებას" მოუწია იმ ეკონომიკური ჩავარდნის აღიარება, რაც ქვეყანაშია და მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ. ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან, თამაშია ერთგვარი. რა თქმა უნდა ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის - არაფერი. უარესიც არის ეს, რადგან კობახიძეს არანაირი შეხება არ აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან. ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს. ბიძინა ივანიშვილი ერთობა, ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე. ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ კობახიძე არის ძველი ცოცხი, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო, ნომერ პირველი პირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების დასაქმებისთვის არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დღის წესრიგს, რომ საჭიროა რეალური ცვლილებები, გადაჯდომა- გადმოჯდომა გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა