ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

გია ვოლსკი - გვარამია სააკაშვილს რომც ჩამოსცილდეს, თავის წარსულს ნამდვილად ვერ ჩამოსცილდება

ნახვები: 589 გია ვოლსკი - გვარამია სააკაშვილს რომც ჩამოსცილდეს, თავის წარსულს ნამდვილად ვერ ჩამოსცილდება

შეიძლება, გვარამია ღლიცინებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სააკაშვილი საერთოდ არავის ახსენებს, არც ბარამიძეს, რომელიც ყოველდღე სერენადებს უმღერის, არც გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც არ იცის, როგორ გამოასწოროს თავისი უკიდეგანოდ უხეში გამონათქვამები სააკაშვილის მიმართ, რომელიც ადრე ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არის მხოლოდ ერთი დაშვება, რომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის თემა გვარამიასთვისაც მნიშვნელოვანია და აინტერესებს, რამდენად განიხილავს სააკაშვილი მოკავშირედ.

„რაც შეეხება გვარამიას, სულ ახლახან თქვა, რომ სააკაშვილს აქვს გონების დაბინდვა, პრაქტიკულად არაფერი ახსოვს, ლაკა ხოშტარიას სახელიც ვერ გაიხსენა. ვიხილეთ, როგორ ტიროდა გვარამია იმის გამო, რომ დემენცია დაემართა სააკაშვილს. ასე რომ, მე ამ ასპექტით ვერ განვიხილავ რეალურ მოცემულობას. არის მხოლოდ ერთი დაშვება, რომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის თემა გვარამიასთვისაც მნიშვნელოვანია და აინტერესებს, სააკაშვილი მოკავშირედ რამდენად იხილავს კვლავ მის მიერვე ნაგინებ ვანო მერაბიშვილს ან დავით კეზერაშვილს, სადაც ეს რეალური ფინანსური რესურსი არსებობს. შესაძლოა, ამ თემაზე იყოს ლაპარაკი, ხოლო გარეთ გამოსულმა რა თქვა, შეიძლება, ღლიცინებს, როგორც ხანდახან სჩვევია ხოლმე, შეიძლება, მართლა ტირის იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ის ლიდერი არ არის და თავის თავზე ფიქრობს, რომ ამაღლდეს და ჩაანაცვლოს. როდესაც გვარამია დისტანცირებას ახდენდა, მისი თქმით, უკვე გონებადაბინდული სააკაშვილისაგან, რასაკვირველია, შეიძლება იმ პერიოდში სხვა აზრები ჰქონდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, გვარამია არის მთავარი მოქმედი პირი მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი სისტემური მართვის რეალობა არსებობდა საქართველოში. სააკაშვილს რომც ჩამოსცილდეს, როგორც უუნარო ლიდერს, თავის წარსულს „ნაცმოძრაობაში“ ნამდვილად ვერ ჩამოსცილდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა