აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ემანუელ მაკრონი - ქმედებები ისე უნდა დავგეგმოთ, რომ თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს, ამან ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს

ნახვები: 534 ემანუელ მაკრონი - ქმედებები ისე უნდა დავგეგმოთ, რომ თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს, ამან ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს

ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება.

“ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს”, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონგრესში მიმდინარე დავების გამო უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება უკვე გარკვეულ დონეზე იგრძნობა ბრძოლის ველზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა