კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

ნახვები: 567 ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.

„სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა, მისი თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ- აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე მოხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა