ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

აშშ-ის სენატში უკრაინის საკითხზე კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება

ნახვები: 558 აშშ-ის სენატში უკრაინის საკითხზე კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება

აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება არა უგვიანეს კვირას და რომ სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას არაუგვიანეს 7 თებერვალს გამართავს.

„ზოგიერთ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან ვუახლოვდებით“, - აღნიშნა შუმერმა.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად თეთრი სახლისგან გადამწყვეტ ზომებს ითხოვენ.

აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო, კონგრესში შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცება, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღარ აქვთ სახსრები უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის დასაფინანსებლად და კონგრესმა გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა