ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს

ნახვები: 531 სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას სტამბოლის ეკლესიაში წირვის დროს მომხდარ სროლაში 25 ეჭვმიტანილი დააკავა.

მისივე თქმით, 25 დაკავებულს შორის იყო ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც ეკლესიაში სროლის დროს იმყოფებოდნენ და რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. თუნჩის თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 25 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 28 იანვარს სტამბოლში, სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა