ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა

02.02.2024 ნახვები: 539

სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა გური იმნაძემ დაუდასტურა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალაში დაეტოვებინა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება, საკმარისი გარემოება არ ჰქონდა.

მისი თქმით, შემდეგ სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, ბრალდებულებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს.

„ჯერ არ გვინახავს ოფიციალურად გადაწყვეტილება და შესაბამისად, დასაბუთება და არგუმენტაცია არ ვიცით ამ გადაწყვეტილების, თუმცა ჩვენი შეფასებით, ცალსახად არ იყო საკმარისი გარემოებები, პირიქით, უფრო საპირისპირო არაერთი გარემოება იყო, მათ შორის, ბრალდებულების მხრიდან ქმედების აღიარება და ასევე, მზაობა ზიანის ანაზღაურებაზე. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ და სამწუხაროა, რომ სასამართლომ ისევ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

ჯერ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ბრალდებულებთან და მაგის მიხედვით გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს სტრატეგია და შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა გური იმნაძემ.

ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა