ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ანა ბუჩუკური - ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს

ნახვები: 541 ანა ბუჩუკური - ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს

ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ქცევა ღიმილისმომგვრელია.

"ღიმილისმომგვრელია, მათ შორის, თავმჯდომარე როგორ იქცევა. ამ შემთხვევაში ბატონ ოხანაშვილზე მაქვს საუბარი. ძირითადად, დაკავებულია ინტერპრეტაციების გაკეთებით, მიკროფონების ჩართვებით და გამორთვებით, რატომღაც იცავს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს, ეტყობა ანრი ოხანაშვილს არ აქვს იმედი, რომ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები გასცემენ პასუხებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს, მაგრამ რაიმე გასაოცარი მოლოდინი არც მქონდა და შესაბამისად, ამ სხდომის მიმდინარეობისას ესეც დადასტურდა," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა