ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს - ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილია ადამიანების მიმართ

ნახვები: 588 თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს - ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილია ადამიანების მიმართ

ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს, - ასე მიმართა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გელათის რეაბილიტაციის სამუშაოები 10 თვით დაგვიანდა და ამაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ვერ აირიდებს.

„სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კიდევ რა შეიძლება ადამიანს გაგიკვირდეს და აი, დღეს მოვისმინე ასეთი უცნაური ფრაზა კულტურის მინისტრისგან „არა და არ ვიცი“. ქალბატონო თეა, ვიცით რომ არ იცით, ჩვენ ეს ვნახეთ წლების მანძილზე და რომ არ იცით, ამის შედეგია რაც ხდება გელათში. მაგრამ ამას თავს რატომ ვერ აარიდებთ და რატომ ვერ გვიჩივლებთ, ახლავე გეტყვით. ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს.

ამონარიდი ამოვიღე თქვენი ანგარიშიდან: „დღეს პროცესი არის სწორ გზაზე, დასავლეთის და ჩრდილოეთის მკლავში არის დაზიანებები, დანარჩენი საიმედო მდგომარეობა გახლავთ“. ათი თვის შემდეგ იდება იუნესკოს დასკვნა და ამბობენ, რომ ათი თვით დაგვიანდა გელათში რეაბილიტაცია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სულ საუბრობთ რესტავრაციაზე და არა, კონსერვაცია-რესტავრაცია უნდა გეთქვათ. მე მესმის, რომ თქვენ არ იცით და ცუდია, რომ არ იცით, ამიტომ რაც იცით ის უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილი გგონიათ ადამიანების მიმართ. რაც თქვენ გევალებათ და გევალებოდათ, იქ რომ ვერ შეიტანეთ წვლილი და კულტურის მინისტრობამდე რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, ამას ვერ აირიდებთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა