რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ნახვები: 513 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგჩია აცხადებს, რომ ძლიერი ქარისა და წყალდიდობისგან რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები შეისწავლიან.

მისივე თქმით, ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს,  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები შვიდი ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ.

სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა მესტიის მიმართულებით გზის საკითხზეც, მისი განმარტებით, ღამითვე მოხდა ზვავის შედეგად, ცენტრალურ გზაზე ჩარჩენილი 19 მოქალაქისა და მანქანების ტერიტორიიდან გამოყვანა.

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა