ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

ლევან ხაბეიშვილი - მაღალმთიან აჭარაში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა - თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დასჭირდება, აჭარის ხელისუფლება იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს

14.02.2024 ნახვები: 524

სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე მაღალმთიან აჭარაში არსებულ სტიქიურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მზად არიან ჩაერთონ პროცესში და მოქალაქეებს დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.

„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაციის შესახებ ვამცნო მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა. უმძიმესი რეალობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ფაქტობრივად ახლაც მძვინვარებს სტიქია. ასობით მოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ამ წუთსაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო. უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შესაბამისად ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით. არა ისეთით, რასაც ხშირ შემთხვევაში აკეთებს ხოლმე ხელისუფლება, არამედ ღირსეულად დაეხმარონ ამ ადამიანებს, რომ გააგრძელონ ამ ადამიანებმა ცხოვრება ღირსეულ პირობებში.

ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში, იქნებ ეს შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ, ჩვენი მოქალაქეების გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, აჭარის ხელისუფლება იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა