ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ლოიდ ოსტინი - აშშ გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას

ნახვები: 589 ლოიდ ოსტინი - აშშ გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას

აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი, რომელიც საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს და უფლებამოსილების შესრულებას სახლიდან განაგრძობს, სხდომაზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა.

„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

„პუტინის გაუმართლებელი აგრესიის ომი წარმოადგენს მასობრივ გამოწვევას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. კრემლის ინტერვენცია არის პირდაპირი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი შრომით მოპოვებულ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც გმობს აგრესიას, იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ასე რომ, პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის შედეგები დაეხმარება მომავალი ათწლეულების გლობალური უსაფრთხოების განსაზღვრას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა