ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს - რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? როგორ აპირებ სამუშაო ადგილების შექმნას?

ნახვები: 557 გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს - რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? როგორ აპირებ სამუშაო ადგილების შექმნას?

ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? აი, მაგალითად ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, ხალხის პრობლემებზე კვლავ არაფერი თქმულა.

“ალბათ თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც ჩემთვის. საშინელი სიძულვილის ენა, საშინელი რიტორიკა, რომელიც მისგან მოდის. არაფერი იმაზე, რაც ხალხს უჭირს, როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ აპირებენ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს, არანაირი სინანული იმასთან დაკავშირებით, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

ეს ადამიანები: ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე, მთლიანად ივანიშვილის პარტია სრულად მოწყვეტილია რეალობას და ხალხს, მათ ერთადერთი რამე აწუხებთ - როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა. არ აწუხებთ არც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, დემოგრაფიული კატასტროფა, კატასტროფული მიგრაცია, ერთადერთი, რაც აწუხებთ, არის ის, თუ როგორ შეინარჩუნებენ ქვეყნის ძარცვის უფლებას, სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა ყველანი გავერთიანდეთ, არ შეიძლება ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ხალხთან სრულად გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა, არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვთ, სინანული არ გააჩნიათ იმის გამო, რაც ქართველ ხალხსა და ამ ქვეყანას დამართეს.

რეგიონებში უნდა წავიდეო, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? აი, მაგალითად ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი? არ უნდა ისაუბრო, თუ რატომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში?! რატომ უწევთ გასვლა ქვეყნიდან? ან მაგალითად, ზუგდიდში რომ ჩახვალ, რა უნდა უთხრა ზუგდიდელებს?! ისევ ხალხი უნდა დააპირისპირო ერთმანეთს? ან კახეთში, ნებისმიერ რეგიონში, რაჭა- ლეჩხუმში, მცხეთა- მთიანეთში, თუნდაც, თბილისში რომ დაელაპარაკები თქვენ მიერ ორგანიზებულ ადამიანებს, ეს სიძულვილი უნდა ანთხიოთ?!

ჩვენი პასუხი თქვენთან მიმართებაში არის- ეს არჩევნები არის არჩევანი წარმატება, განვითარებასა და ჭაობს შორის, ეს არჩევნები არის მართლაც არჩევანი დასაქმებასა და უმუშევრობას შორის, ეს არჩევნები არის იმ ადამიანებს შორის, ვინც მოწყვეტილია ხალხისგან და ვინც ახლოსაა ხალხთან. ეს ქვეყანა ივანიშვილის არ არის, ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ , თქვენს დღევანდელ განცხადებას ექნება შესაბამისი შეფასება საზოგადოებისგან.” - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა