ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება

ნახვები: 541 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება

„ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება - ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინ, პარლამენტში გამართულ რიგით მეორე შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გუშინდელმა შეხვედრამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას ევროკავშირი არ უნდა და უნდა, რომ ხალხი კვლავ მოატყუოს, ვითომ რაღაცას აკეთებს“.

„ამ ჭიდაობ-ჭიდაობით და ბორძიკ-ბორძიკით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით. ყველამ კარგად იცის, რა რეფორმებია საქართველოში გასაკეთებელი სასამართლო გასათავისუფლებელია; ასევე, ივანიშვილის არაფორმალური გავლენისგანაა გასათავისუფლებელი ყველა ინსტიტუცია; მედია უნდა იყოს თავისუფალი; პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ ციხეში და ა.შ. ამ ყველაფრის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ცდილობს იმაიმუნოს, მოატყუოს და ილუზიებში შეიყვანოს საზოგადოება. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი მონაწილეობა სწორედ ამას ემსახურება, რომ ივანიშვილის პარტიას ქართული საზოგადოების ილუზიაში შეყვანის შესაძლებლობა არ მივცეთ. სხვა პარტიამ სხვა სტრატეგია გადაწყვიტა? -ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყველას თავისი გზა აქვს. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ყველგან ვიქნებით, სადაც ევროკავშირის საკითხია და ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს. დღეს სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილის პარტიას არ უნდა ევროკავშირი და არ უნდა საქართველოს განვითარება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა