კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ბენიამინ ნეთანიაჰუ - აზრი არ აქვს ზავის შესახებ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის

ნახვები: 567 ბენიამინ ნეთანიაჰუ - აზრი არ აქვს ზავის შესახებ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს ზავის შესახებ, ვიდრე „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ შეცვლის.

„ჩვენი სამხედრო ზეწოლა მუშაობს, ჩვენ ვუახლოვდებით „ჰამასს“ ტერორიზმის დედაქალაქ ხან იუნისში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ იმ ადგილებს, რომლებსაც მტერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით. ვინც გვეუბნება, რომ „რაფაჰში“ არ ვიმოქმედოთ, ის გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ „რაფაჰის“ ჩრდილოეთით ბევრი თავისუფალი სივრცეა ევაკუაციისთვის, რადგან ისრაელი ხან იუნისში ოპერაციებს მალე დაასრულებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პალესტინასთან შეთანხმების მიღწევის გზებზეც ისაუბრა.

„პალესტინასთან შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი, წინაპირობების გარეშე”, – აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა