ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

იაგო ხვიჩია - საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ

ნახვები: 531 იაგო ხვიჩია - საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ

ჩვენს მეგობრებს ხშირად ეშლებათ, საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

„სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ბოლო პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, რომელსაც დამოუკიდებელი ნება ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილი იმდენად არის პრეზიდენტი, რამდენადაც ასეთი უფლებამოსილება მისცეს „ქოცებმა“, შესაბამისად, შეწყალების მიმართულებით თუ მიდიხარ, ბიძინა ივანიშვილს უნდა ელაპარაკო. ბიძინას გარეშე სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკს, უბრალოდ, აზრი არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის კომპეტენცია არ არის. სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს, ის ბიძინა ივანიშვილის თხოვნას ან დავალებას შეასრულებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა