კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ნიკოლ ფაშინიანი - უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე

ნახვები: 566 ნიკოლ ფაშინიანი - უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე

უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ არ შეგვიძლია ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, გერმანიაში სომხურ დიასპორასთან საუბრისას, სომხეთის პრემიერმა ქვეყნის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება დაასახელა.

„ევროკავშირთან და ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობებში მე მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურზე დაფუძნებულ, არამედ ასევე ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენთვის დემოკრატია. ჩვენ ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის სფეროში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ, რა არის დემოკრატია“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშიანინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა