დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

ლევან დავითაშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე - ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო, კანდიდატობის მიღების შემდეგ, ერთიან ევროპულ ბაზარზე უფრო დაჩქარებულად ინტეგრირდეს

19.02.2024 ნახვები: 572

ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ, ფაქტობრივად, პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა მოახერხა. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე იქნება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე განიხილავენ იმასაც, თუ როგორ შეიძლება საქართველო, კანდიდატობის მიღების შემდეგ, ერთიან ევროპულ ბაზარზე უფრო დაჩქარებულად ინტეგრირდეს

„უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა, DCFTA-ს ვალდებულებების მიღმა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ჩვენ ეს გეგმა უკვე წარვუდგინეთ ევროკავშირს და გვექნება ამ გეგმაზე საუბარი. ველოდებით, რომ ისინი სამოქმედო გეგმას დაადასტურებენ და ეს ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი იქნება.

რაც შეეხება დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს, ეს იქნება პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რომელზეც იცით, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობდით. ჩატარდა დეტალური კვლევა და დადგინდა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება. ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, მაგრამ ამის განვითარებაზეც ვისაუბრებთ", -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შავი ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის პროექტთან, საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან და საქართველოს საერთო ევროპულ როუმინგულ ქსელში ჩართვასთან დაკავშირებულ დეტალებსაც განიხილავენ.

„ევროპელ კოლეგებს შავი ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელისა და ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციასაც გავუზიარებთ. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა, ფაქტობრივად დადასტურებულია. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ფინანსების მოძიებაზე.

ასევე, განვიხილავთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელზეც ჩვენ რუმინელ კოლეგებთან ერთად იმისთვის ვმუშაობთ, რომ საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს და ეს იყოს ალტერნატიული საიმედო არხი იმისთვის, რომ საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს და ამაზე საზოგადოებას ხშირად ვესაუბრებით ხოლმე.

დაბოლოს, განვიხილავთ ერთიან როუმინგულ კავშირში საქართველოს ჩართვას. აქაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და გვექნება საუბარი უკვე ევროპელ კოლეგებთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა