4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ

ნახვები: 540 ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ განაცხადა.

„ვუახლოვდებით ვლადიმერ პუტინის ომის დაწყებიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს. დარწმუნებული ვარ, პუტინი საერთოდ არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ორი წლის შემდეგ მისი არმია კვლავ იბრძოლებდა. მაგრამ პუტინი აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, რათა შექმნას ადამიანური ტანჯვა მოსახლეობაში და გამოცადოს მათი გამძლეობა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებენ.

„ვისაუბრეთ სანქციების მე-13 პაკეტზე. იმედია, 24 თებერვლამდე დამტკიცდება. გავაგრძელეთ მსჯელობა ევროკავშირში იმობილიზებული რუსული აქტივების ინვესტიციით მიღებული არაჩვეულებრივი შემოსავლების გამოყენების შესახებ. მიზანი მათი უკრაინის რეკონსტრუქციაში გამოყენებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრული შეთანხმება ამ გადაწყვეტილების სრულად განსახორციელებლად. ჩვენ უკვე ვიცით სად არის ეს აქტივები და ვახორციელებთ მათ იდენტიფიცირებას და ბლოკირებას. მაგრამ ერთია იდენტიფიცირება და დაბლოკვა, მეორეა მისი კონფისკაცია და ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხვა“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ შეხვედრებზეც, მათ შორის, „დიდი ოცეულის“საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც, განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა