ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დმიტრო კულება - უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ

ნახვები: 536 დმიტრო კულება - უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ

უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება“.

„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას”.

„პატივს ვცემ [აშშ-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის”, - განაცხადა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა