ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

23 თებერვალს აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს

ნახვები: 558 23 თებერვალს აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მნიშვნელოვან პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი პარასკევს იქნება გამოცხადებული.

სანქციები პასუხად მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომლის დასაწყისიდანაც შაბათს 2 წელი იქნება გასული, და ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

კირბიმ ასევე მოუწოდა კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას - მიიღოს ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარებასაც მოიცავს.

„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამ, რაც ახლა შეგვიძლია ვქნათ, რათა ვლადიმირ პუტინს გავცეთ პასუხი, არის, რა თქმა უნდა, ორპარტიული უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც აგრძელებს მამაცურად ბრძოლას და საკუთარი ქვეყნის დაცვას“, - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ბაიდენმა აქამდე განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა