კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

დონალდ ტრამპი - ნავალნი უკან არ უნდა დაბრუნებულიყო

ნახვები: 566 დონალდ ტრამპი - ნავალნი უკან არ უნდა დაბრუნებულიყო

ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ უკან არ უნდა დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. ის ძალიან მამაცი იყო, რადგან დაბრუნდა. მას შორს დარჩენა შეეძლო.

გულწრფელად რომ ვთქვათ, იგი ალბათ ბევრად უკეთ იქნებოდა შორს რომ დარჩენილიყო და ქვეყნის საზღვრებს გარედან ესაუბრა, ვიდრე უკან დაბრუნებულიყო. რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო და ასეც მოხდა. ეს საშინელებაა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა აშშ-შიც ხდება.

„მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშიც ხდება. მრავალი თვალსაზრისით ჩვენ კომუნისტურ ქვეყნად ვიქეცით. ჩვენ თუ ამას დავაკვირდებით, მე წამყვანი კანდიდატი ვარ და ბრალს მიყენებენ“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა