ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

აშშ-ის ელჩი - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა - გვსურს, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს

ნახვები: 536 აშშ-ის ელჩი - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა - გვსურს, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა მიმართულებით მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, ბრიუსელში ვიზიტი იყო, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად“, - განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა