ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

იენს სტოლტენბერგი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები

ნახვები: 541 იენს სტოლტენბერგი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საკთხებზე, რომელზეც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის განმავლობაში ჰქონდათ საუბარი.

“ნატოს პარტნიორები ასევე საკვანძო როლს თამაშობენ და მივესალმები იმას, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას აწვდის [უკრაინას], და ათასობით უკრაინელ დევნილს იფარებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ, ასევე, შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვრის რეგიონში, რომელიც ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას, ასევე გავლენას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოებაზე. ასე რომ, მივესალმები ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევებს, რომლებიც შავი ზღვრის განაღმვაზე მუშაობენ, რათა უფრო უსაფრთხო გახადონ ნავიგაციისთვის და კომერციისთვის.

ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ პარტნიორობა ნატო-სა და საქართველოს შორის და როგორ უფრო განვავითაროთ. მივესალმები პროგრესს კრიზისების მენეჯმენტში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში.

ასევე გილოცავთ ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს და გააფართოოს შიდა რეფორმები, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. გვინდა ვნახოთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მოძრაობს, მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისადმი.

ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა