ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია

22.02.2024 ნახვები: 532

ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სანქციების გვერდის ავლის, ასევე არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. მისივე თქმით, ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში.

„არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამოვნო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მოგვიანებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია.

„რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ვხედავთ, რომ სანქციების შინაარსი და განსაკუთრებით კი მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების კვალდაკვალ, ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკურ ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ყოველთვის, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა