18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი

23.02.2024 ნახვები: 528

ოპოზიციის წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი - ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გუშინდელი სამუშაო შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის ამით ძალაუფლება და სუვერენიტეტი გადასცენ უცხო ქვეყნებს და უცხო ორგანიზაციებს.

„გუშინდელ შეხვედრაზე რაც გვქონდა წარდგენილი ყველა ჩვენი წინადადება გაიზიარა როგორც ოპოზიციამ, ისე არასამთავრობო სექტორმა, ერთადერთი საკითხი, რაც დააყენა ოპოზიციამ გახლავთ მოსამართლეთა ხელახლა დანიშვნის საკითხი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა კიდეც 2004 წელს, როცა გაყარა მოსამართლეები და თვითონ დაიწყო დაკომპლექტება. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და გამოცდილებაა და როგორც ჩანს, მათ უნდათ სასამართლოში გავლენების მოპოვება და ამიტომ სურთ რომ გაათავისუფლონ არსებული მოსამართლეები, დანიშნონ მათთვის სასურველი და ეძებენ ამისთვის ხერხებს. რატომ უნდათ თავის მოსამართლეები? - იმიტომ, რომ მათ დანაშაულებზე არ აგონ პასუხი. მათი წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა, რომ ოპოზიციის თავში და ზოგიერთი არასამთავრობოს თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთი შტო - სასამართლო შტო დააკომპლექტოს უცხო ქვეყანამ.

აქამდე მივიდა ოპოზიცია და ამით აპირებენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ხალხთან ჩასვლას და თქმას, რომ ისინი არიან არა ხალხის წარმომადგენლები, არამედ, მთელ ძალაუფლებას და სუვერენიტეტს გადასცემენ უცხო ქვეყნებს თუ უცხო ორგანიზაციებს. ეს არის კონსტიტუციის და საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო იდეა. მიუხედავად ამისა, შევყევით დისკუსიაში, რატომ ფიქრობენ რომ ეს საჭიროა. ვერაფერი თქვეს, საუბრობენ სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ვეკითხებით, არსებობს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მათთვის პრობლემურია და ვერაფერს ამბობენ, რადგან წლების განმავლობაში ამბობდნენ და ძირს უთხრიდნენ ქართულ მართლმსაჯულებას - „რუსთავი 2“-ის, მელიას, ახალაიას, აქციების თითქოსდა ძალის გადამეტებით დაშლის საქმე, ყველა აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველაზე სტრასბურგმა თქვა, რომ ეს წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის, იყო ტყუილი და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ერთი საქმეც ვერ მოიტანეს (ოპოზიციამ) რომელზეც თვითონ იტყოდნენ რომ უსამართლო იყო, ხარვეზები რა თქმა უნდა იქნება და ამიტომაც გვაქვს ინსტანციები, მაგრამ ერთ მაგალითს ვერ ასახელებენ სისტემური პრობლემის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა