ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ემანუელ მაკრონი - უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას მისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის

ნახვები: 529 ემანუელ მაკრონი - უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას მისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.

ზელენსკიმ არაფორმალური სამიტის მონაწილეები შვეიცარიაში დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ იმ სახელმწიფოების მიმართ სანქციებზე მუშაობაზე, რომლებიც მისი თქმით, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა