კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოების, აღრიცხვის, ექსპლუატაციის და პილოტის მოწმობის მოპოვების პირობები გამარტივდა

ნახვები: 546 ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოების, აღრიცხვის, ექსპლუატაციის და პილოტის მოწმობის მოპოვების პირობები გამარტივდა

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით არსებული ევროპული გამოცდილების, კერძოდ, საფრანგეთის წარმატებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის“, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის“ წესები დაამტკიცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ნაწილობრივ არაპროპორციული რეგულირების, კერძოდ კი, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, Airbus და სხვ.) მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა.

„ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესი ადგენს აღნიშნული ხომალდების მწარმოებლის იდენტიფიკაციის მოთხოვნებს და მწარმოებლის მიერ შემუშავებული და დამზადებული საფრენი აპარატის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების (დეკლარირება) ნორმებს. ახალი წესის საფუძველზე, პირველი თებერვლიდან, ზსხ–ს დადგენილ სტანდარტთან (მოქმედ ტექნიკურ პირობებთან) შესაბამისობის დადასტურება შესაძლებელი ხდება მწარმოებლის მიერ დეკლარირების საფუძველზე, რაც ზსხ–ს აღრიცხვით დაინტერესებული პირებისთვის ამარტივებს ამ პროცესისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებას.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესი ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს. წესის მიღებით, პირველი თებერვლიდან, გამარტივდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესი.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის და კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების მოთხოვნებს. წესის მიღებით, გამარტივებული მოთხოვნები დადგინდა ზსხ–ს პილოტის მოწმობის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, პირველი თებერვლიდან, ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელონ ზსხ–ს პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება“, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა