4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს და მონაცემები მოიპოვეს

ნახვები: 540 უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს და მონაცემები მოიპოვეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს.

„ახლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტაციის მთელი რიგი“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.

უწყების ცნობით, საუბარია ბრძანებებზე, ანგარიშებზე, მოხსენებებზე, განკარგულებებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურის 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის ვრცელდებოდა.

„მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მისი დანაყოფების სისტემის სრული სტრუქტურა“, - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა