Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

გივი მიქანაძე - ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება

05.03.2024 ნახვები: 509

ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება, რადგან უპრინციპო ადამიანი წინსვლას ვერ მიაღწევს და საზოგადოებაში განულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მელია არის პოლიტიკოსი, რომელიც საჯაროდ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებას კონკრეტულ დაპირებებს სთავაზობს, თუმცა შემდეგ დაპირებების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

„ამბობდა, ვერ დამიჭერენო და მოსამართლის გადაწყვეტილებით მისი დაკავება მოხდა. შემდეგ თქვა, გირაოს სანაცვლოდ არ გამოვალო და გამოვიდა. ამით საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკოსს ლიკვიდაცია გაუკეთა, რადგან საზოგადოებაში მის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ნიკა მელია არჩევნებში რა ფორმითაც არ უნდა წარდგეს, მას არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა