ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

ჯონ კირბი - აშშ განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად

ნახვები: 533 ჯონ კირბი - აშშ განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით მისაწოდებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, საზღვაო მარშრუტს შეუძლია დახმარების მეტი მოცულობის გადატანა, თუმცა ის ლოგისტიკურად უფრო მძიმეა, ამიტომ, მისივე განმარტებით, სატვირთო მანქანები საუკეთესო გზაა დახმარების მისაწოდებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვაპირებთ განვაგრძოთ ისრაელისთვის მოწოდება, რომ უზრუნველყოს მეტი სატვირთო მანქანა და მეტი მარშრუტი, რომ გავხსნათ მეტი გადასასვლელი, რათა მეტი დახმარება მიეწოდოს გაჭირვებულ ადამიანებს“, – აღნიშნა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა