ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დღეს, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

ნახვები: 525 დღეს, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას ატარებს.

რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა პირველწყაროებიდანაა შესაძლებელი.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის მიზანია გამოკვეთოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთკავშირი; იმსჯელოს გლობალურ მეტოქეობაზე გლობალურ და ქართულ კონტექსტში; შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზეგავლენა საქართველოზე და განიხილოს საქართველოს როლი და ადგილი გლობალურ დღის წესრიგში.

მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრს, მათ შორის, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონში და გარკვეული აქტორების მცდელობას, შეასუსტონ დემოკრატია და გლობალური სტაბილურობა.

კონფერენციას ესწრება 250-ზე მეტ მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: National Endowment for Democracy (NED), ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველო, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის საელჩო საქართველოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა