Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

კახა კალაძე - „ინტერთან“ მატჩი სანახაობრივად საინტერესო იქნება

07.03.2024 ნახვები: 501

კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტული მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან, ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა „ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა „მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა, საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მილანური დერბის თამაშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის სიხარული მისთვის ახლაც დიდი ემოციაა, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში დაცვაში ითამაშებს.

„მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ამაში დამეთანხმება გულშემატკივარი. სრულიად ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ამ თამაშისთვის. „ინტერი“ – „მილანის“ თამაში არის რადიკალურად განსხვავებული ყველა დანარჩენი შეხვედრისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეტანა „ინტერის“ კარში და მოგვეგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:0. რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც მაშინ ვგრძნობდი და ბიჭები დამერწმუნებიან, თუ რამხელა სიხარული აქვს იტალიაში, მილანურ დერბში გამარჯვებას. ეს არის უდიდესი პოზიტივი გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისთვის. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი. გამიხარდება, თუ მომეცემა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი ფეხბურთელები გვყავს – შოთი, აჩი, გიო ქინქლაძე, დემეტრაძე, იაშვილი, კობი, ქეცბა, რომლებმაც უნდა გაიტანონ. ჩვენ დავიცავთ“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

7 მარტს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოსა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების მატჩი „ბათუმი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა