კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას მხარს ვუჭერთ

ნახვები: 549 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას მხარს ვუჭერთ

საფრანგეთი ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას უჭერს მხარს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატო-ში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მოქმედების შესაძლებლობის გათვალისწინებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

57 წლის მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის შეცვლის მთავარი კანდიდატია. მანამდე რუტეს საჯაროდ მხარდაჭერა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამოუცხადეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობით უნდა მიიღონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა