ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

შალვა პაპუაშვილი - სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს

ნახვები: 556 შალვა პაპუაშვილი - სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს.

„ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი: - კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე - 6 წელი - ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე - ღვინის კომპანია აკურას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ტვ იბერიას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე - 5 წელი და 3 თვე თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა. სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა