ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

ნახვები: 541 მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს

მოლდოვამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საფრანგეთში იმყოფება.

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოველებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და ეს მომავალი ევროკავშირშია.

„შეხვედრა მიმდინარეობს რუსეთისა და მისი მხარდამჭერების ახალი მცდელობების ფონზე, მოახდინონ დამატებითი ზეწოლა მოლდოვაზე. მადლობელი ვარ პრეზიდენტ მაკრონის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს 2022 წლის პირველ ნახევარში და დეკემბრის სამიტზე ბრიუსელში. საფრანგეთისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ, რომ მოლდოვა იყოს თავისუფალი, მშვიდობიანი ქვეყანა და შეუერთდეს ევროკავშირს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ შეთანხმება აღნიშნავს საფრანგეთის გადაწყვეტილებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.

„საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა